სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანეთიდან შეთავაზება მიიღო. საქმე ეხება გუნდის ურუგვაელ ფორვარდს ედინსონ კავანის რომლის მომსახურებითაც კატალონიის "ბარსელონა" დაინტერესდა.
ცნობილი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მიერ გაჟღერებული უახლესი ცნობებით, ინგლისურმა გრადნმა მიღებული შეთავაზება დაბლოკა და გამომდინარე აქედან ედინსონი გუნდში რჩება.
თავად კავანის ესპანეთის ჩემპიონატში გადაბარგების იდეა ხიბლავდა თუმცა ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა მისი შენარჩუნება მკაცრად გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ კავანი "იუნაიტედის" ღირსებას 2020 - წლიდან იცავს. თავდამსხმელი გუნდს ფრანგული "პარი სენ ჟერმენიდან" შეუერთდა.
გასულ სეზონში კავანიმ პრემიერ ლიგის 26 - შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ხოლო საკუთარ აქტივს 10 - გოლი და 3 - საგოლე გადაცემა შემატა.