ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, ოფიციალურად "დედლაინს" სულ მალე გამოაცხადებს. დღეს თბილისის დროით 23:59 სთ-ზე კლუბებს ფეხბურთელების ყიდვა გაყიდვა აღარ შეეძლებათ.
შესაძლო ტრანსფერის მოლოდინშია ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" და დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი". Claret & Hugh - ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობით, "ჩაქუჩების" თავკაცი და "წითელი ეშმაკების" ნახევარმცვლი ჯესი ლინგარდი გუშინ საღამოს ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.
როგორც ირკვევა ჯესი ლონდონში ბინის ქირაობასაც გეგმავს. სპეციალისტისა და ფეხბურთელის შეხვედრის თემა ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ დასკვნის გამოტანა შესაძლებელია იმაზე, რომ ეს შეხვედრა იყოს ლიგარდის პოტენციური ტრანსფერი "ვესტ ჰემის" რიგებში.
ჯესის "გლეიზერების" კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებც მოუწევს, ეს იმ შემთხვევაში თუ ნახევარმცველმა კლუბის დატოვება არენდის წესით გადაწყვიტა.
მიიმდინარე ხელშეკრულება ინგლისელს "ოლდ ტრაფორდლებთან" 12 - თვეში ეწურება.