თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2021, 16:25
ავტორი: NOW-YOU-SEE-ME,
ნანახია: 1341,
კომენტარები: 10
რონიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა
ვიზას მიიღებს და პირველივე შესაძლებლობაზე დაბრუნდება.
რონიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა
Sky Sports - ის რეპორტიორმა დარმეშ შეტმა ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუსთან ტრანსფერის პროგრესზე.

"კრიშტიანუმ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ლისაბონში, რათა დასრულებულიყო მისი ტრანსფერი "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", - წერს ჟურნალისტი. "ორწლიანი კონტრაქტის პირადი პირობები შეთანხმებულია, პლუს "იუნაიტედმა" დაამატა შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. დროულად შეთანხმდება გარიგების ყველა საჭირო ასპექტი, ახლა მიმდინარეობს ვიზის მიღების პროცესი".

ფაბრიციო რომანო ადასტურებს ინფორმაციას Sky Sports - სთვის და ამბობს, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია: "კრიშტიანომ გაიარა სამედიცინო შემოწმება პორტუგალიაში, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი ფეხბურთელი. კონტრაქტი გაფორმებულია. გარიგება 2023 წლამდეა. ვიზის მიღების პროცესი დაწყებულია. პორტუგალიელის ხელფასი შეიძლება შეიცვალოს "იუნაიტედთან" კონტრაქტში განსაზღვრული ბევრი პრემიის მიხედვით."
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
30 აგვისტო 2021 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ყველას გვიხარია რონის ტრანსფერი, და მოუენლად ველოდებით დებიუტს 12 წლის შემდეგ.. მთავარია გუნდში შიდა სამზარეულოში, გასახდელში ყველაფერი რიგზე იყოს და მსუყე ტიტულს გამოვკრავთ ხელს დიდი იმედი მაქვს ...
1
№2
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2021 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ერთი სული მაქვს როდის მოვა 11 სექტემბერი და როდის შედგება რონის დებიუტი ❤️
1
№3
ავტორი: Buk777
30 აგვისტო 2021 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Darwmunebulk var ragac did tituls moigebs wels gundi amis mosvlit saswaul fexburts itamasheben mgonia
0
№4
ავტორი: levionok
30 აგვისტო 2021 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი დებიუტი სამწუხაროდ ვერ გავიხსენე ვის ვეთამაშებოდით ეგრევე რომ ააქიოკა ამ პატარა ბიჭმა მარცხენა ფლანგი...ნეტავ ფერგი ახლა არ დაუდებს სანაძლეოს? ალბათ 30 გოლზე ქვემოთ არ გარისკავს)))))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 აგვისტო 2021 20:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გოლები გაიტანოს მთავარია :)
0
№6
ავტორი: Svanchester
30 აგვისტო 2021 20:44
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: levionok
გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი დებიუტი სამწუხაროდ ვერ გავიხსენე ვის ვეთამაშებოდით ეგრევე რომ ააქიოკა ამ პატარა ბიჭმა მარცხენა ფლანგი...ნეტავ ფერგი ახლა არ დაუდებს სანაძლეოს? ალბათ 30 გოლზე ქვემოთ არ გარისკავს)))))

ბოლტონი იყო მუხბე, 2003 წელი მაგ დღიდან ვგულშემატკივრობ იუნაიტედს. ამ კაცის გუნდში დაბრუნების შესახებ რომ გავიგე ეს იყო რაღაც ადრენალინზე მეტი.
0
№7
ავტორი: bendzela
30 აგვისტო 2021 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მოუთმენლად ველი როდის მოვა 11 სექტემბერი . ისე საინტერესოა სკამიდან დაიწყებს თუ ძირითადში დააყენებს
0
№8
ავტორი: Phil Jones
30 აგვისტო 2021 22:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: Svani
ციტატა: levionok
გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი დებიუტი სამწუხაროდ ვერ გავიხსენე ვის ვეთამაშებოდით ეგრევე რომ ააქიოკა ამ პატარა ბიჭმა მარცხენა ფლანგი...ნეტავ ფერგი ახლა არ დაუდებს სანაძლეოს? ალბათ 30 გოლზე ქვემოთ არ გარისკავს)))))

ბოლტონი იყო მუხბე, 2003 წელი მაგ დღიდან ვგულშემატკივრობ იუნაიტედს. ამ კაცის გუნდში დაბრუნების შესახებ რომ გავიგე ეს იყო რაღაც ადრენალინზე მეტი.

და ნიკო ბატი შეცვალა :))
0
№9
ავტორი: David_Beckham7
30 აგვისტო 2021 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სავარაუდოდ სკამიდან დაიწყებს რო შემდეგ შესვლაზე შემოსულს მთელმა სტადიონმა მხუხვალე აბლოდისმენტები აჩუქოს, თუმცა ეგ მანამდეც იქმება წარდგენის დროს. იმედია სტადიონზე ფერგისთან ერთად შევა, მაგარი ამაღელვებელი მომენტი იქნება
0
№10
ავტორი: Phil Jones
30 აგვისტო 2021 23:12
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გაგიკვირდებათ და ჯანმრთელი ყოფილა, თან კარგ ფიზიკურ ფორმაში :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top