"კრიშტიანუმ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ლისაბონში, რათა დასრულებულიყო მისი ტრანსფერი "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", - წერს ჟურნალისტი. "ორწლიანი კონტრაქტის პირადი პირობები შეთანხმებულია, პლუს "იუნაიტედმა" დაამატა შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. დროულად შეთანხმდება გარიგების ყველა საჭირო ასპექტი, ახლა მიმდინარეობს ვიზის მიღების პროცესი".
ფაბრიციო რომანო ადასტურებს ინფორმაციას Sky Sports - სთვის და ამბობს, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია: "კრიშტიანომ გაიარა სამედიცინო შემოწმება პორტუგალიაში, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი ფეხბურთელი. კონტრაქტი გაფორმებულია. გარიგება 2023 წლამდეა. ვიზის მიღების პროცესი დაწყებულია. პორტუგალიელის ხელფასი შეიძლება შეიცვალოს "იუნაიტედთან" კონტრაქტში განსაზღვრული ბევრი პრემიის მიხედვით."
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.