"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის ამადა დიალოს "ფეიენორდში" იჯარა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარჯიშზე დაშავდა.
19 წლის ფეხბურთელი მზად იყო ნიდერლანდებში გადასულიყო მთელი 2021-22 წლების სეზონში, რათა მეტი სათამაშო დრო მიეღო, მაგრამ გარიგება უკვე გაუქმებულია. პარასკევს, "წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გამოაცხადა, რომ გარიგება დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ მხოლოდ ორი დღის შემდეგ ტრავმის გამო ის გაუქმდა, რადგან "ფეიენოორდის" ტექნიკური დირექტორის ფრანკ არნესენის თქმით, ამადს გარკვეული დროის გამოტოვება მოუწევს.
"ის დაშავდა და გარიგება გაუქმდა. სამწუხაროა, რადგან ყველაფერი მზად იყო. მე ბევრი ვესაუბრე "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარეს, მაგრამ უფრო გონივრულია მისი კლუბში გამოჯანმრთელება. შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, სანამ ის დაბრუნდება მოედანზე," - თქვა არნესენმა ნიდერლანდურ გაზეთ AD - სთან ინტერვიუში.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.