პრემიერ ლიგის მესამე ტური "ოლე გუნარ სოლსკიაერისა და მისი შეგირდებისათვის წარმატებული აღმოჩნდა. ნორვეგიელი მენეჯერის გუნდმა სტუმრად "ვულვერჰემპტონს" სძლია და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
შეხვედრაში უდავოდ, ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშე "წითელი ეშმაკების" კარის დარაჯი დავიდ დე ხეა გახლდათ. ესპანელმა მნიშვნელოვან მომენტებში მნშვნელოვანი სეივები განახორციელა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
"გამარჯვება - ეს შესანიშნავია, თუმცა მოვიდა დრო ტიტულებისათვის ვიბრძოლოთ. რეკორდებიც ასევე ძალიან კარგია მაგრამ საჭიროა ტიტულებისკენ გავიწიოთ.
არცთუ ისე კარგად ვითამაშეთ, ტუმცა მთავარია გამარჯვება და ეს მნიშვნელოვანია". - განაცხადა დე ხეამ Sky Sports - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.