"იუნაიტედი" რონალდუს ელოდება, თუმცა ჯერჯერობით მის გარეშე განაგრძობს სვლას ჩემპიონობისაკენ. პრემიერ ლიგის მესამე ტურში ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები სტუმრად "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 80 - ე წუთზე მეისონ გრინვუდმა შეაგდო და "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია მეისონის კარგი სათამაშო ფორმა მიმდინარე სეზონში, ზედიზედ მესამე შეხვედრაში ფეხბურთელი მესამე გოლის გატანას ახერხებს.
დღევანდელი მატჩი საიუბილეო იყო ოლე გუნარ სოლსკიაერისათვის. კერძოდ, მე - 100 - ე მატჩი პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" თავკაცის პოსტზე.
გთავაზობთ სტატისტიკური პორტალის მიერ შემოთავაზებულ ფეხბურთელთა შეფასებებს. საუკეთესო შეფასება კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ მიიღო, ხოლო ყველაზე მცირე რიცხვი ჯეიდონ სანჩოს ერგო.