"მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელის არენდის წესით გასხვისებასთან ძალიან ახლოსაა. საქმე ეხება ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის კოტ'დივუარელ წევრს ამად დიალოს.
ფეხბურთელის გადაბირებაზე აქტიურად "ერედივიზიონის" ბნადარი კლუბი "ფეინოორდი" მუშაობს. გავრეცელებული ინფორმაციით "გლეიზერების" კლუბმა დიალოს არენდის წესით გასხვისებაზე თანხმობა განაცხადა.
ჰოლანდიელებმა დიალოს აღუთქვეს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ის რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს ჰოლანდიურ კლუბში.
გადაწყვეტილება თავად ამადზეა დამოკიდებული. რაც შეეხება არენდით განსაზღვრულ დროს ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იქნება გათვლილი.
დიალოს აქვს შესაძლებლობა იმუშავოს "წიტელი ეშმაკების" ყოფილი თავდამსხმელის რობინ ვან პერსის ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან ვან პერს "ფეინოორდის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.
მას შემდეგ რაც ინგლისურ გრანდს ჯეიდონ სანჩო და ახლა უკვე კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდნენ, დიალოს შანსები მიზერულია მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში. - ინფორმაცია ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.