ჯესი ლინგარდის გადაბირებაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. "ჩაქუჩები" შემტევი ნახევარმცველის დამატებაზე ფიქრს არ წყვეტენ და აქტიურ მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებზე გეგმავენ.
დევიდ მოიესის გუნდში მიაჩნიათ, რომ კრიშტიანუ რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" ტრანსფერი მათ გეგმებს ხელს შეუწყობს და ლინგარდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს "იუნაიტედთან" წარმატებით დაასრულებს. ინფორმაცია Daily Star - მა გასაჯაროვა.
შეგახსენებთ, რომ ჯესი "ვესტ ჰემის" ღირსებას გასულ სეზონში იჯარის წესით იცავდა. 2020/21 წლის სეზონში ნახევარმცველმა, მისი ყოფილი გუნდის რიგებში 16 - მატჩის ჩატარება შეძლო.
აღნიშნულ შეხვედრებში, ლიინგარდმა პირად აქტივზე მართლაც რომ შესანიშნავად იმუშავა რადგან ფეხბურტელმა 9 - გოლის და 5 - საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.