ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ პოლ პოგბამ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ფრანგი უკვე დაუკავშირდა აგენტ მინო რაიოლას და აცნობა, რომ მოლაპარაკებები მადრიდის "რეალთან" უკვე დაიწყოს. პოლი არ აპირებს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და აღნიშნული უკვე აცნობა მენეჯმენტს.
პოგბა მზად არის პირნათლად შეასრულოს ვალდებულება, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს ესპანურ გრანდს.
მიმდინარე სეზონში პოლმა პრემიერ ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.