თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2021, 20:03
ავტორი: NOW-YOU-SEE-ME,
ნანახია: 2667,
კომენტარები: 24
ოფიციალურად: "კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა"
კეთილი იყოს შენი დაბრუნება.
ოფიციალურად:
36 წლის პორტუგალიელმა "ეშმაკუნებთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი. ტრანსფერი 21,4 მილიონი ფუნტი დაჯდა.

მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ფუნტი იქნება.

"იუნაიტედის" რიგებში რონის პრემიერ ლიგა 3 - ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 2 - ჯერ, ქვეყნის თასი კი ერთხელ აქვს მოგებული. 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით პორტუგალილს თავად ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა.


რონი სახლშია!
ახალი ამბები
24 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
27 აგვისტო 2021 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გილოცავთ ოფიციალურად რონი მანჩესტერელია და თან იუნაიტედელი
3
№2
ავტორი: PaLoMo
27 აგვისტო 2021 20:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ვაააუ

ეს უკვე მშვენიერი ნაბიჯია

ასე მალე ჯერ არცერთი ტრანსფერი არ გაგვიკეთებია

გილოცავთ ძმებო.
გვიან თუმცა საჭირო მომენტში დაბრუნდა.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Juventino
27 აგვისტო 2021 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გილოცავთ მანიუს ფანებო, კრისტინა დაამყარებს მალე წეზრიგს პრემიერლიგაში, წლის ბოლოს ჩემპიონობაც მომელოცოს
1
№4
ავტორი: NikShali
27 აგვისტო 2021 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 143
aaaaeeeeeee gilocavt ronaldooooooo dabrunda ))))))))))
1
№5
ავტორი: kOsTiA
27 აგვისტო 2021 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ბიჭო, აქ ვინ ხართ ჩემისთანა ბებერი ?
ყველა წამი
ყველა სეზონის ჭორი მახსოვს რონის დაბრუნებაზე, მახსოვს როგორ ველოდით და ვარეფრეშებდით ნიუსებს. უბედნიერესი ვარ ძმაო ახლა ჩვენი ოცნება. და მინდა რო იმის მეასედი მაინც ქნას რასაც ჩვენთვის აკეთებდა წლების წინ.
ვივა რონალდოოოოოოოო
1
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
27 აგვისტო 2021 20:21
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: kOsTiA
ბიჭო, აქ ვინ ხართ ჩემისთანა ბებერი ?
ყველა წამი
ყველა სეზონის ჭორი მახსოვს რონის დაბრუნებაზე, მახსოვს როგორ ველოდით და ვარეფრეშებდით ნიუსებს. უბედნიერესი ვარ ძმაო ახლა ჩვენი ოცნება. და მინდა რო იმის მეასედი მაინც ქნას რასაც ჩვენთვის აკეთებდა წლების წინ.
ვივა რონალდოოოოოოოო


აგერ ვარ აგერ :) 2012 -ში დავრეგისტრირდი აქ. ჩემი მეორე სახლივით იყო და არის. სიტიზე რო დაიწერა გადადისო, კაპლები დამჭირდა :) 35 წლის ასაკში თუ ფეხბურთელის ყიდვა ასე გამახარებდა ნუ რავი რა :) გილოცავთ ყველას. ყველა ძალიან კარგები ხართ და ძალიან მიყვარხართ. წინ მანიუ. manunited
1
№7
ავტორი: Svanchester
27 აგვისტო 2021 20:21
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
გილოცავთ ყველას. უდიდესი მნიშვნელობის ტრანსფერი. აი ახლა კი ნამდვილად ვართ ყველა ტურნირზე ფავორიტები.
1
№8
ავტორი: ika 7
27 აგვისტო 2021 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
უდიდესი ფეხბურთელი დაგიბრუნდათ გილოცავთ <3
2
№9
ავტორი: ManchesterU
27 აგვისტო 2021 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
გილოცააავთ უდიდესი კაცის დაბრუნებას ძალიან ამაღელვებელი მომენტი, ძალიან მაგარი სატრანსფერო წელი გამოდგა. ვაბშე ფეხბურთის სამყაროშიც. კიდევ ერთხელ ვიხილავთ ამ უდიდესი კაცცსს მანჩესტერის ფორმაში. ძალიან მაგარი ინფო გილოცავთ ...
1
№10
ავტორი: gaga1987
27 აგვისტო 2021 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
აბა რააააა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top