ცნობილი ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობებით, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ სიტიში" არ გადავა.
ფაბრიციოს თქმით, "ქალაქელებმა" იტალიურ გრანდთან და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს. ასევე ინფორმაცია რომელიც პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებასთან ასოცირდებოდა სიმართლე არ აღმოჩნდა.
საქმეში რონალდუს ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო რომელიც შეთავაზებების მზადების პროცესშია. სავსებით, რეალურია, რომ კრიშტიანუ "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდეს.
რონალდუ, ტურინელთა რიგებს 2018 - წელს მადრიდის "რეალი" - დან შეუერთდა. იტალიელთა რიგებიდან პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მოწინააღმდეგეთა დამწუხრება 81 - გოლით შეძლო.