სატრანსფერო ბოლო დღეები, მართლაც რომ ჩვეულებრივზე ცხელი გამოდგა. ბოლო დროიდელი სპორტული პრესა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისკენ კრიშტიანუ რონალდუსკენ არის მიმართული.
საფეხბურთო ექსპერტები, სატრანსფერო გურუები თუ სპორტული ტაბლოიდები "რონის" მომავალს "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა და განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში რონალდუს "ოლდ ტრაფორდი" ელის.
"ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ეს ყველაფერი კი ხშირი იყო. ბრუნო ფერნანდეში ესაუბრა მას, მან ძალიან კარგად იცის თუ რას ვგრძნობთ მის მიმართ.
თუ ის აპირებს "იუვენტუსის" დატოვებას, იცის რომ ჩვენ აქ ვართ. კრიშტიანუ "იუნაიტედის" ლეგენდაა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია თუ თქვენ ამას მკითხავთ. გამიმართლა რომ მასთან ერთად ვთამაშობდი. ვნახოთ რა მოხდება". - განაცხადა დასასრულს ოლემ