"წითელ ეშმაკებს" პორტუგალიელის დაბრუნება სურთ.
დიდი ალბათობით, ტურინის "იუვნტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სამუშაო ადგილს შეიცვლის. ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ კლუბთან აწარმოებს ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს.
ცნობილი სატრანსფერო გურუს, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ცნობებით, რონალდუს საფხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში, მოლაპარაკებებს ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" - სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.
"ქალაქელებს" იტალიური კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, ასევე არ არის შეთხნამებული კონტრაქტის პირადი დეტალები კრიშტიანუსთან.
უახლესი ინფორმაციით, საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩაერთო, "წითელი ეშმაკები" მენდეშთან კავშირზე გუშინ გავიდნენ. "გლეიზერების" კლუბის ხელმძღვანელობა მთელ რიგ საკითხებზე მუშაობს, ისეთი საკითხები როგორიცაა - რონალდუს ხელფასი და იტალიელებისთვის შესათავაზებელი სატრანსფერო თანხა.
ისევე როგორც "სიტი", ოლე გუნარის გუნდიც სერიოზულად ფიქრობს რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებაზე. შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ფეხბურთელი 2003/2009 წლებში "იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.