რიო ფერდინანდი შიშობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში დონი ვან დე ბეეკს უბალოდ არ ეძლევა შანსი ბოლომდე გამოავლინოს მისი შესაძლებლობები.
24 - წლის ნახევარმცველი "ნისლიან ალბიონზე" გასულ წელს ამსტერდამის "აიაქსი" - დან გადაბარგდა 35 - მილიონი ფუნტი-სტერლინგის სანაცვლოდ, თუმცა გასულ სეზონში ფხბურთელი ოლე გუნარ სოლსკიაერმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 4 - მატჩი ათამაშა.
ახალი სეზონიც არცთუ ისე კარგად დაიწყო დონისთვის, რადგან პრემიერ ლიგის ჩატარებულ ორ შეხვედრაში ვან დე ბეეკი ისევ სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა.
"დონი ვან დე ბეეკი ამ გუნდში შანსებს არ იღებს, მართალია რომ გუნდმა მასში 40 - მილიონი ევრო გადაიხადა და ამის მიუხედავად ის სათამაშო დროს მაინც ვერ იღებს.
ყველა ფეხბურთელი ვინც ოლეს დროს მივიდა გუნდში, არის ოლეს შენაძენი. ყველა იმ ფხბურთელისთვის ვინც ოლეს დროს გუნდში მივიდა და კარგად ითამაშა ამისათვის მას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა კრიტიკა ასევე უნდა იქნეს მიღებული.
მე არ ვარ მათ შორის ვინც ფიქრობს, რომ ყველა არსებული შენაძენი უნდა იყოს სრულყოფილი, არის შეცდომები რომლებიც სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ჰქონდა.
როდესაც ამდენ მოთამაშეს იფორმებ ერთი ან ორი ტრანსფერი შესაძლოა არ აღმოჩნდეს ისეთი როგორსაც ელოდები.
მაგრამ რაც შეეხება ვან დე ბეეკს, გაურკვეველია ეს კარგი ტრანსფერია თუ ცუდი, რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ეჩვენებინა საკუთარი თავი ბოლომდე. აი ეს კი ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს". - განაცხადა დასასრულს ფერდინანდმა