სატრანსფერო ფანჯარა სულ რამოდენიმე დღეში დაიხურება. როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთი ტრანსფერის ზღვარზეა. "გლეიზერების" კლუბს, ახალი ნახევარმცველის დამატება სურს.
გუნდის ნორვეგიელი მენეჯერი ოლე გუნარ სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ შემადგენლობას, ნახევარდაცვის ხაზში ახალი კადრი ესაჭიროება. სპეციალისტის მთავარი ფავორიტი "ვესტ ჰემის" ინგლისელი შუახაზელი დეკლან რაისია.
გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე განახორციელა ორი მსუყე და ერთი უფასო ტრანსფერი, ალბათობა დიდია იმის, რომ რაისის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გადაიწიოს.
სულ ახლახანს ასევე გახდა ცნობილი, რომ ერთ თვეს იუქმებს შემადგენლობის შოტლანდიელი წევრი სკოტ მაკტომინეი რომელსაც მცირდი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, სწორედ აღნიშნულმა სიახლემ პრესას მისცა საშუალება დაეწერა ამ ფაქტზე ვინაიდან ინგლისურ გრანდს შესაძლოა მაკტომინეის შემცვლელის მოყვანა დასჭირდეს. ინფორმაცია The Independent - მა გაავრცელა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.