სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წინა სხვადასხვა გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში ბრუნდებოდა, თუმცა არავის წარმოედგინა, რომ რონი არა "მანჩესტერ იუნაიტედში" არამედ "მანჩესტერ სიტიში" აღმოჩნდებოდა.
ჟურნალისტი ნიკოლა სკირი წერს, რომ ყველაფერი შეთანხმებულია და პორტუგალიელი მალე გვარდიოლას გუნდის მაისურს მოირგებს. ხელშეკრულება 2 წლით განისაზღვრა და წლიური ანაზღაურება 20 მილიონს შეადგენს.
Sky Sports - თან ინტერვიუში აღნიშნულ ტრანსფერზე თავისი აზრი გამოთქვა უეინ რუნიმ: "გულწრფელად მართლა არ ვიცი როგორ შევაფასო ეს ტრანსფერი. ვფიქრობ თუ ის იტალიას დატოვებს საფრანგეთს მიაშურებს. თუმცა ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. შეგიძლიათ გაიხსენოთ პეტერ შმეიხელი ან თუნდაც ენდი კოული. მარკ ჰიუზი კი საერთოდ "სიტის" მწვრთნელი გახდა."
"თუმცა რონალდოსთან მიმართებაში ასეთი სცენარი ვერ წარმომიდგენია" - დაასრულა ვაზამ.