თურქეთის დედაქალაქ სტამბულში, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა მიმდინარეობს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფები დაკომპლექტებულია.
ცნობილია თუ რომელ ჯგუფში განთავსდა ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი". მაშ ასე "წითელი ეშმაკები" F - ჯგუფში იასპარეზებენ.
ინგლისური გრანდის მეტოქეები ესპანეთის, შვეიცარიის და იტალიის წარმომადგენლები იქნებიან. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში "მანკუნიანელები" პრემიერ ლიგის მეორე ადგილს დასჯერდნენ რის გამოც ისინი წილისყრაზე მეორე კალათში იყვნენ განაწილებული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "წითელი ეშმაკების" ერთ ერთი მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე "ვილიარეალიც" იქნება, შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნორვეგიელი მენეჯერის კლუბმა სწორედ ესპანელებთან დათმეს ევროპა ლიგის ფინალი.