"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ფილ ჯონსმა, კარიერა შესაძლოა ინგლისის "ჩემპიონშიფში" გააგრძელოს. იუწყება 90min - ის გამოცემა.
ინგლისელი მოთამაშის გადაბირებით "ფულჰემი" ინტერესდება. ლონდონურ კლუბს აღნიშნული კადრის გადაბირება არენდის წესით სურს, ხოლო საბოლოო ჯამში ფეხბურთლის სრული შესყიდვა იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონსს უკვე შესთავაზეს ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში მეხუთე მცველის როლი, ის წინააღმდეგი არ არის "ოლდ ტრაფორდის" დატოვების.
ფილის გეგმებში შედის რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო, მას სურს რეგულარულად მოედანზე ყოფნა რათა ფორმა აღიდგინოს და შესაბამისი კონდიციები დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ ფილი მოედანზე 2020 - წლის იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. "წითელ ეშმაკებთან" უკანახაზელის კონტრაქტი 2023 - წლამდეა გათვლილი.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.