დაახლოებით ერთი თვის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისი ეროვნული ნაკრების წევრმა მარკუს რეშფორდმა, მხარზე ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. ფეხბურთელს აღნიშნული ტრავმა გასული სეზონიდან მოყოლებული აწუხებდა.
მხრის არეში ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა, ხოლო "ვარსკვლავბიჭუნას" დაბრუნება ოქტომბრის ბოლოსკენ იგეგმებოდა თუმცა როგორც ჩანს რეშფორდი მოედანს დროზე ადრე დაუბრუნდება.
უკვე დრეს, კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ფოტოები, სადაც თავდამსხმელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა და შესაბამისი სავარჯიშო სესიებიც ჩაატარა.
ნორვეგიელი მენეჯერის გუნდისთვის ეს დაბრუნება მომენტსათვის შესაფერისია რადგან, პრემიერ ლიგის, უკვე მეორე ტურში "მანკუნიანელებმა" მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგეს, მაშინ როდესაც შემადგენლობას არც კავანი ჰყავს და არც მარკუს რეშფორდი იყო ხელმისაწვდომი.