ესპანური გამოცემა ABC - ის მიერ დღეს გავრცელებული უახლესი ცნობით, ტრანსფერი რომელზეც მადრიდის "რეალმა" თანხმობა განაცხადა, მიმართული იყო იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა "სანტიაგო ბერნბეუზე" გადაბარგდეს.
საქმე ეხება მარტინ ოდეგორს, რომელიც სულ ახლახანს, მადრიდელთა რიგებიდან ლონდონურ "არსენალს" შეუერთდა. ოდეგორის ტრანსფერით შემოსული ფული, პოლ პოგბას შესყიდვას მოხმარდება - ასე ფიქრობენ ფლორენტინო პერესის კლუბში.
ამ მომენტისთვის პოლს საკუთარი მომავლის შესახებ ცალსახა გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ვრცელდება სიახლეები იმის შესახებ, რომ ფრანგი მის ამჟამინდელ კლუბთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებშია ჩართული.
ბრიტანელები პოგბას ხელფასის სახით კოლოსალურ 400 000 - ფუნტ-სტერლინგს სთავაზობენ, ესპანელები სავარაუდოდ კონკურენციის ამ კუთხეს ვერ დაძლევენ, რადგან თანხა არცისე პატარაა.
კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია "იუნაიტედისა" და მისი გულშემატკივრებისთვის, ფრანგულმა "პსჟ" - ემ პოლის ყდვა გადაიფიქრა ვინაიდან და რადგანაც ალ ხელაიფის კლუბს "რენის" ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას გადაბირება აქვს გადაწყვეტილი.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.