თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2021, 00:29
ავტორი: დავითი,
ნანახია: 1428,
კომენტარები: 5
სიახლეები ჩემპიონთა ლიგაზე
რა ცვლილებები გვექნება ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში?
სიახლეები ჩემპიონთა ლიგაზე
ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებას, რომელიც სტარტს 14 - სექტემბერს აიღებს. ფორმატი იგივე სახის იქნება, თუმცა არის 5 მნიშვნელოვანი ცვლილება:

1) გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმდა

სავარაუდოდ ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება რაც მოხდა, 56 - წლის შემდეგ UEFA-მ გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობა გააუქმა. "იუნაიტედი" ამ წესის გამო 6 - ჯერ დაემშვიდობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებს (იგულისხმება ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა), თუმცა ყველას კარგად გვახსოვს ისტორიული გამარჯვება პარიზში, სადაც "წითელმა ეშმაკებმა" სწორედ გასვლაზე გატანილი მეტი ბურთის წყალობით გადალახა "პსჟ" - ს ბარიერი.

2) ცვლილება პრემიერლიგის განრიგში

პრემიერლიგის მესვეურებს დიდი კრიტიკა ხვდებოდათ ინგლისური კლუბების გადატვირთული გრაფიკების გამო. იყო მოსაზრება, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელებს არ ადარდებდათ კლუბების გასვლითი თამაშების დაბრუნებიდან - ფორმის აღდგენისთვის მიცემული მცირე დრო. თუმცა ამ სეზონში ეს შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ინგლისური კლუბი ოთხშაბათ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და შაბათს შუადღეზე ამ გუნდისთვის ჩანიშნულია თამაში - ის გუნდი შაბათს შუადღეს არ ითამაშებს, ითამაშებს შაბათს საღამოს.

3) ფანების დაბრუნება

დიდი ბრიტანეთი ერთერთი პირველია ვინც მაყურებლები 100%-ით დააბრუნა ტრიბუნბზე კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ. 2019 წლის აპრილის შემდეგ მაყურებლების დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოხდება, თუმცა გაურკვევლია მაყურებლის მდგომარეობა გასვლით თამაშებზე. ეს დამოკიდებული იქნება თუ რომელ ქვეყანაში ითამაშებს "იუნაიტედი" გასვლით თამაშებს. ამჟამინდელი მდგომარეობით UEFA და FIFA ადასტურებს, რომ გასვლით თამაშებზე მაყურებელი ვერ დაესწრება. (მოედანზე არ იქნება გამოყოფილი ტრიბუნა სტუმართა გულშემატკივრისთვის);

4) ახალი ბურთი

ადიდასმა უკვე წარადგინა ახალი სეზონის ბურთი, რომელიც ულამაზესია წითელი, ყვითელი, შავი და თეთრი ფერებში.

5) სად ჩატარდება ფინალი?

ფინალი რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში "კრესტოვსკი სტადიონ"-ზე გაიმართება. სტადიონი 2017 - წელს გაიხსნა მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ეს მეორე შემთხვევაა როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში ტარდება. პირველად ყველას კარგად გვახსოვს 2008 - წლის ფინალი მოსკოვში - "იუნაიტედი" - "ჩელსი", აღნიშნული მატჩი "წითელი ეშმაკების" ტრიუმფით დასრულდა.

წყარო: www.manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Buk777
25 აგვისტო 2021 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Gestunreba sulsheri peterburgs finalshi
1
№2
ავტორი: glory28
25 აგვისტო 2021 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
რუსეთები და მოსკოვები კარგად გვახსოვს მანჩეს ფანებს love
1
№3
ავტორი: ikeoni
25 აგვისტო 2021 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
წელს უკვე რაღაც უნდა ვქნათ
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 აგვისტო 2021 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ ჯგუფში ვინ გვეყოლება
0
№5
ავტორი: LASHQARA
25 აგვისტო 2021 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ველით ახალ სეზონს უფრო გაძლიერებული გუნდით და ახალი შემართებით love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top