სპორტული პრესა, ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, სულ უფრო ხშირად და აქტიურად წერდა და წერს "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ნახევარმცველზე ჯესი ლინგარდზე.
უახლესი ინფორმაციაც სწორედ ჯესის ეხება. კერძოდ, ESPN - ის მიერ გავრცელებული სიახლით, "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ოლე გუნარ სოლსკიაერის მეთაურობით, არ სურთ ლინგარდის გასხვისება.
მოთამაშს ყიდვის მთავარი პრეტენდენტი, დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" გახლდათ, როგორც ჩანს "ჩაქუჩებს" სხვა ნახევარმცველის ძიება მოუწევთ რადგან აღნიშნული ფეხბურთელი ნორვეგიელი მენეჯერის შემადგენლობაში დარჩება.
პრესაში ასევე გაიჟღერა ინფორმაციამაც, რომ იმ შემთხვევაში თუ "გლეიზერების" კლუბი ლინგარდის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ფეხბურთელი კლუბის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება, სავარაუდოდ საქმე ეხება სათამაშო დროს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.