ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, ემილ ჰესკიმ საჩემპიონო შანსები შეაფასა და ოთხეულზე ისაუბრა.
"მგონია, რომ პრემიერ ლიგას ისევ "მანჩესტერ სიტი" მოიგებს, პირველივე ტურში მარცხის მოუხედავად. ვინც თვალს ადევენბს ყველამ იცის, რომ ისინი ფორმაში ნელ - ნელა შედიან."
"მათ შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს "ლივერპული" და "ჩელსი" დაიკავებენ. რაც შეეხება მეოთხე ადგილს იქ იმედია "ლესტერი" აღმოჩნდება და არა რომელიმე სხვა კლუბი."
"მანჩესტერ იუნაიტედის" ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ ოთხეულში. "მან სიტი", "ლივერპული", "ჩელსი", "ლესტერი "- ეს არის ჩემი პროგნოზი" - დაასრულა ინგლისელმა შემტევმა.