"საუთჰემპტონთან" დაკარგული ქულების შემდეგ, როი კინმა განაცხადა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის ნახევარდაცვა მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფება.
"წმინდანებმა" შეხვედრის 30 - ე წუთზე ფრედის ავტოგოლის წყალობით ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც "წითელმა ეშმაკებმა" საპასუხო გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში მეისონ გრინვუდის წყალობით გაიტანეს.
აღნიშნულ მატჩში ნორვეგიელი მენეჯერის გუნდმა რეკორდი გაიმეორა, კერძოდს "ოლდ ტრაფორდელები" გასვლით მატჩებში უკვე 27 - შეხვედრაა არ მარცხდებიან, თუმცა ამ სტატისტიკისა და წარმატებულად განმეორებული რეკორდის შემდეგ გუნდის ყოფილ ფეხბურთელს როი კინს "იუნაიტედის" მიმართ შეკიტხვები მაინც ჰქონდა.
"ერთი ან ორი შეკითხვა, ნახევარდაცვის წევრი მოთამაშეების მიმართულებით აუცილებლად გაჩნდება, განაცხადა მან. მათ ვერ ჰყოფნით კრეატიულობა, ვერ ჰყოფნით ხარისხი, რა თქმა უნდა შედეგით "იუნაიტედი" იმედგაცრუებულია თუმცა ეს "საუთჰემპტონის" დამსახურებაა.
როიმ ასევე ფრედიც გააკრიტიკა.
მზად უნდა იყო მოწინააღმდეგისა და მისი დარტყმის შესაჩერებლად, მან უბრალოდ უყურადღებოდ მიიღო დარტყმა ფეხზე და მომენტში ბოლომდე ჩართული არ იყო, რა თქმა უნდა მას არ გაუმართლა, მაგრამ უნდა ეცადოს გააკეთოს მეტი, იმოქმედოს უკეთესად". - განაცხადა დასასრულს Sky Sports - ისთვის მიცემულ ინტერვიუში როი კინმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.