"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯეიმს გარნერმა კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა რომელიც 2024 - წლის ზაფხულამდეა გათვლილი ავტომატურად ერთწლიანი გახანგრძლივების შესაძლებლობით, რის შემდეგაც იჯარის წესით სათამაშოდ, "ნოტინგემ ფორესტს" მიაშურა. - იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.
გარნერისთვის ეს "ვესთ ბრიჯფორდში" დაბრუნება გახლდათ ვინაიდან და რადგანაც ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი აღნიშნულ გუნდში იასპარეზა, სადაც გარნერმა 20 - მატჩი ჩაატარა და პირადი აქტივი 4 - გოლით შეავსო.
20 - წლის ნახევარმცველი "იუნაიტდის" აკადემიის აღზრდილია სადაც მან 8 - წელი დაჰყო, ჯეიმსმა პირველი გუნდის შემადგენლობაში 7 - მატჩის ჩატარებაც შეძლო, ის ასევე "წითელი ეშმაკების" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების კაპიტანიც გახლდათ.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალური მედიასთან კომენტარი გააკეთა: "ათ წელიწადზე მეტია "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს შეადგენს, ცალსახაა რომ ჩემი მიზანია პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება. ზუსტად ვიცი რომ ამ ყველაფრისთვის საჭიროა საკუთარი ძალების სრულად მობილიზება და დემონსტრაცია, საკუთარი მიზნებისაკენ სვლას გავაგრძელებ.
ახალი კონტრაქტი ნიშანია იმისა, რომ კლუბში ჩემი სჯერათ, ეს კი ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის. მინდა დავბრუნდე და ამ დღისთვის მუშაობას გავაგრძელებ". - განაცხადა დასასრულს გარნერმა.