"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბის ახალგაზრდა ნიჭიერი მარცხენა მცველი ბრენდონ უილიამსი მიმდინარე სეზონს "ნორვიჩის" შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარებს.
გასულ სეზონში 20 - წლის ფეხბურთელმა, "იუნაიტედის" პირველი გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთადაღებულ 14 - შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ამჯერად ბრენდონს აქვს შანსი მიიღოს ელიტარულ ლიგაში მეტი სათამაშო დრო ვინაიდან მოგეხსენებათ გასული სეზონის შემდეგ, "ნორვიჩი" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგას დაუბრუნდა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ულიამსი გახდა რიგით მეორე ფეხბურთელი რომელმაც "ოლდ ტრაფორდი" იჯარის ხელშეკრულებით დატოვა.
შეგახსენებთ რომ კლუბი აქამდე, დროებით, ცენტრალურმა მცველმა აქსელ ტუანზებემ დატოვა რომელიც "ასტონ ვილას" შეუერთდა.