ოლე გუნარის ინტერვიუ.
მეტი გვსურდასაბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ გამარჯვებისათვის საკმარისი მომენტები შევქმენით და ვითამაშეთ ღირსეული ფეხბურთი, თუმცა მეორეს მხრივ რომ არა დავიდის კლასიკური სეივი დამარცხებაც შეგვეძლო. დიახ, ჩვენ მატჩის წაგებით ქულა გამოვიმუშავეთ, საბოლოო ჯამში ეს ის არ იყო რაც გვსურდა. პირველი ორი სამი წუთის მანძილზე მეტოქის ზეწოლას გავუძელით, მაგრამ შემდეგ თავად ვაჩვენეთ მათ კარგი ფეხბურთი, შევქმენით სტანდარტები, მომენტები, თუმცა მათი გოლი მოულოდნელი იყო. იმ მომენტში რა თქმა უნდა ჯარიმა იყო, ამის თქმა 100 % - ით შემიძლია, ფეხბურთი შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდეს, ხოლო იმ მომენტში სწორედ რომ ამ ყველაფერმა ბრუნოს ბარძაყზე გადაიარა, ეს იყო ჯრიმა მაგრამ ჩვენი რეაგირება შესაბამისი უნდა იყოს, უნდა დავბლოკოთ მოწინააღმდეგის მოთამაშეები და შეცდომებისაგან თავი უნდა ავირიდოთ რათა გოლი არ მივიღოთ.
საუბარი მოთამაშეებთან შესვენების დროსფეხბურთზე ფოკუსირება გვჭირდებოდა, საკუთარი თავის რწმენა და კორექტივების დამატება. მანამ სანამ არ გაიტანეს ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, იყო უყურადღებო მომენტები რომელიც დაღლილობამ გამოიწვია და კიდევ აღვნიშნავ რომ შეგვეძლო ეს შეხვედრა წაგვეგო. გოლის გატანის შემდეგ 5-6 წუთის მანძილზე ვფიქრობდი, რომ დიახ, ყველაფერი კარგად მიდის, შანსები შევქმენით რომელიც მოწინააღმდეგემ დაბლოკა, ყოველთვის მჯერა ჩემი ფეხბურთელების.
შეტევის გეგმამარსიალის დახმარებით ვგეგმავდით ორი ფორვარდით გვეთამაშა, ენტონი მარჯვნიდან ხოლო მეისონი მარცხნიდან. გრინვუდმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, ეს არ იყო გრინვუდის საუკეთესო დღე მაგრამ გუნდის მიერ დადგმულ წარმოდგენაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამის შემდეგ როდესაც მოედანზე სანჩო გავიდა ის 10 - 15 წუთის მანძილზე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შემდეგ მთელი გუნდი ოდნავ მოეშვა, ასე რომ ბოლო წუთებში კარგად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით.
"სავარჯიშო სესიები მომდევნო კვირაში"ჯერ კიდევ სეზონის საწყის ეტაპზე ვართ, სამუშაო ბევრია, უნდა ვმუშავოთ, რომ ვიყოთ კარგ ფორმაში. შემდეგ კვირაში ნამდვილად უკეთეს ფორმაში ვიქნებით. ამჯერად სწორედ ამ ყველაფერზე ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, თუ როგორ ჩავდგეთ საუკეთესო მდგომარეობაში, რამოდენიმე კითხვასთან გამკლავება მოგვიწევს, ხოლო შემდეგ მზად ვიქნებით "ვუკვერჰემპტონთან" სათამაშოდ.
ფეხბურთი - ეს გულშემატკივარია !ხანდახან მეჩვენებოდა რომ ტრიბუნები მსაჯის მიმართლებით დაიძვრებოდა ან ფეხბურთელებს გადაეყრებოდნენ, ჩვეულ ფეხბურთს უნდა დავუბრუნდეთ, ფეხბურთს რომლის დროსაც ტრიბუნები ყოველთვის სავსე იქნება". - განაცხადა სოლსკიაერმა კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
წყარო:
manutd.ru