"საუთჰემპტონთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, პოლ პოგბამ შეხვედრა შეაფასა. "იუნაიტედმა" ახალ სეზონში პირველად, მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.
"ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დავიმსახურეთ, თუმცა მოედანზე უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ. მას შემდეგ რაც გოლი გავიტანეთ, ცოტა დავიძაბეთ, თამაშზე კონტროლი დავკარგეთ, სწორედ ამიტომ მეორე გოლის გატანა ვერ შევძელით.
ორი ქულა დავკარგეთ, თუმცა ჩვენ საქმეზე კვლავ კონცენტრირებული ვრჩებით. რა თქმა უნდა კარგია, რომ არ დავმარცხდით და ნაწილობრივ ეს მომენტი შეიძლება პოზიტიურად აღვიქვათ, მაგრამ ეს ფეხბურთია და დაკარგული ქულები შესაძლოა სეზონის ბოლოს საკმარისი არ აღმოჩნდეს წარმატების მისაღწევად.
თავს კარგად ვგრძნობ, გუნდიც კარგ ფორმაშია. კარგად ვვარჯიშობთ და მაქსიმალური კონცენტრაციით დავბრუნდებით. ყოველთვის ვცდილობ მოედანზე ყველაფერი გავაკეთო და თანაგუნდელებს ყველაფერი მივცე რაც შემიძლია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის რომ ფორმა ავკრიფოთ, დღეს კარგ განწყობაზე არ ვართ, იმიტომ რომ ამ მატჩის მოგება გვსურდა.
დიახ, ჩვენ "არსენალის" რეკორდი გავიმეორეთ, თუმცა მე მსურს მოვიგო ჩემპიონატი ვიდრე დავამყარო უბრალოდ რეკორდი. დიახ, ეს პოზიტიური მომენტია, მაგრამ რეკორდი უნდა დაამყარო სამი ქულის მოპოვებით და არა ორი ქულის დაკარგვით. ვისწავლით გაკვეთილს, შევეცდებით პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას და შემდეგ შაბათ-კვირას დავბრუნდებით". - განაცხადა MUTV - სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლ პოგბამ.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.