"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა, ახალგაზრდა ნიჭიერმა თავდამსხმელმა მეისონ გრინვუდმა დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უფრო მეტად ორიენტირებული უნდა ყოფილიყო შეტევაზე.
"ამ ყველაფრის შემდეგ რა თქმა უნდა მცირე იმედგაცრუებას ვგრძნობთ. შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება და შეხვედრაში წარმატების მიღწევა.
"საუთჰემპტონი" კარგად თამაშობდა, ისინი თავს შესანიშნავად იცავდნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ჩვენ უფრო მეტად უნდა შეგვეტია და წინ წავსულიყავით. ეს ყველაფერი ვერ მოვახერხეთ". - განაცხადა დასასრულს აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მეორე ტურის შეხვედრაში, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ შეხვედრა ანგარიშით 1-1 დაასრულა.