პრემიერ ლიგის მეორე ტური, ჩემპიონობისთვის მებრძოლი "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" წარუმატებელი აღმოჩნდა. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა სტუმრად "საუთჰემპტონის" ძლევა ვერ შეძლეს და მოპოვებულ ერთ ქულას დაჯერდნენ.
შეხვედრაში ანგარიში "წმინდანების" შემტევმა ჩე ადამსმა გახსნა, ამ უკანასკნელის დარტყმულს "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველის ფრედის მცირე კონტაქტი მოჰყვა, რის შემდეგაც ბურთი დავიდ დე ხეას კარებში აღმოჩნდა.
"მანკუნიანელებმა" ანგარიში მეორე ტაიმში აღადგინეს, პოლ პოგბას საგოლე გადაცემით მეისონ გინვუდმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. სწორედ ამ ორ ფეხბურთელმა მიიღო "იუნაიტედის" შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება.
აღსანიშნავია ის, რომ ამ საგოლე გადაცემით პოგბამ პირადი აქტივი 5 - ასისტამდე გაზარდა.
პორტალის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია : 1. დე ხეა - 6.5 2. ვან ბისაკა - 6.7 3. ლინდელოფი - 6.5 4. მაგუაიერი - 6.4 5. შოუ - 6.7 6. მატიჩი - 7.0 7. ფრედი - 6.4 8. პოგბა - 7.5 9. ფერნანდეში - 6.6 10. გრინვუდი - 7.5 11. მარსიალი - 6.1 12. მაკტომინეი - 6.2 13. სანჩო - 6.3 14. ლინგარდი - 6.0