სატრანსფერო ფანჯარა ნელნელა დასასრულს უახლოვდებ. გუნდები დაკომპლექტებას განაგრძობენ. ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში მატებაა და გუნდს ასევე ესა თუ ის ფეხბურთელი ტოვებს.
ამჯერად ინგლისური გრანდის რიგებს ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდრეას პერეირა დატოვებს. გადაწყვეტილება მიღებულია ფეხბურთელი "ფლამენგოს" რიგებს შეუერთდება და აღნიშნულ კლუბში ერთ წელს არენდის წესით გაატარებს.
ანდრეასის დამატებით თურქული "ფენერბაჰჩე" და პრემიერლიგური "ევერტონი" ინტერესდებოდნენ თუმცა თავად პერეირამ ბრაზილიური კლუბის ღირსების დაცვა ამჯობინა.
გასულ სეზონში ნახევარმცველი რომის" ლაციოში" ირიცხებოდა ასევე იჯარით, იტალიელთა რიგებში მან პირად აქტივს 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შემატა. კონტრაქტით პერეირა ინგლისელებთან 2023 - წლამდეა დაკავშირებული.
იღნიშნული ინფორმაცია ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.