თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2021, 00:25
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1515,
კომენტარები: 6
უფრო ადრე ვიდრე იგეგმება
ინგლისელი კლუბს დროზე ადრე დაუბრუნდება.
უფრო ადრე ვიდრე იგეგმება
საფეხბურთო სამყარო ქვეყნების ჩემპიონატების დაწყებას ზეიმობს. სტარტი აიღო მსოფლიოს მასშტაბით ერთერთ საუკეთესო ჩემპიონატმა ინგლისის პრემიერ ლიგამ.

ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედმა" საწყისი ეტაპი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო. თუმცა, ნორვეგიელი მენეჯერის შემადგენლობაში დანაკლისია.

გუნდს ინგლისელი შემტევი ძალა მარკუს რეშფორდი აკლია. "ვარსკვლავბიჭუნამ" მხარზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაცია ჩაიტარა და აღდგენით კურსებს გადის.

კლუბის გულშემატკივრებისა და მარკუსის პერსონალური ფანებისათვის The Sun - ი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, რეშფორდი მოედანს იმაზე ადრე დაუბრუნდება ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.

მეტიც, მიღებული შედეგებისა და ფეხბურთელის წარმატებული ფიზიოპროცედურების შემდეგ რეშფორდი მოედანს შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლოს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ მხრის ტრავმა მარკუს რაშფორდს გასული სეზონიდან აწუხებდა. ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატის გამო აღნიშნული ოპერაცია დროებით გადადო.

სწორედ ნაკრების გამო მოუხდა ფეხბურთელს პრემიერ ლიგის სტარტის გამოტოვება თუმცა ამჟამად უკვე როგორც ჩანს ყველაფერი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება ფეხბურთელისათვის.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
21 აგვისტო 2021 00:28
  • სიახლეები: 2852
  • კომენტარები: 3907
იმ სტარტის მერე ალბათ უფრო მოტივირებულია გუნდს მალე შეუერთდეს. საღოლ ბიჭებს საოცარი საწყისი იყო და მოტივაცია უფრო ამაღლდა გუნდსა თუ გულშემატკივრებს.
0
№2
ავტორი: bendzela
21 აგვისტო 2021 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
აუუ რა კაი იქნება რეში რო აგვისტოში თუ არა სექთემბრისთვის რო ხოდზე იყოს
0
№3
ავტორი: ikeoni
21 აგვისტო 2021 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
მშვენიერი მაგას რა ჯობია ❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 აგვისტო 2021 11:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ო ეს კარგი ამბავი :)
0
№5
ავტორი: LASHQARA
21 აგვისტო 2021 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
სექტემბერში ჩვენთან არის უეჭველი love am
0
№6
ავტორი: David_Beckham7
21 აგვისტო 2021 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სეკტემბრის შუანახევარში მაინც რო შეძლოს თამაში ძაან კაი იქნება რწც ნაკლები გაუცდება ფორმაში ჩადგომასაც ნაკლებს მოანდომებს თორე ვიცით რო რეშს დრო ჭირდება ხოლმე ტრამვის შემდგომ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top