პრემიერ ლიგის პირველი ტურის შემდეგ "წითლი ეშმაკები" მეორე სამი ქულის მოლოდინში არიან. ოლე გუნარის შემადგენლობა, ინგლისის ჩემპიონტის შემდეგ ტურში "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.
"იუნაიტედის" შემადგენლობაში მატებაა, აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს ედინსონ კავანი და რაფაელ ვარანი დაეხმარებიან. ამის შესახებ ინგლისური გრანდის მენეჯერმა თავად განაცხადა.
"ამჟამად რაფაელ ვარანი და ედინსონ კავანი ხელმისაწვდომი არიან. ყოველდღიურად ფიზიკური კონდინციების აკრეფაში ვართ". - განაცხადა სოლსკიაერმა
მატჩი 22 - აგვისტოს აიღებს სტარტს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 სთ- ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ "მანკუნიანელებმა" ჩემპიონატის პირველ ტურში მარსელო ბიელსას "ლიდსი" არ შეიმჩნიეს და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5-1 დაამარცხეს.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.