ESPN - ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" კილიან მბაპესთვის ბრძოლაში ჩაერთო და ნაბიჯებს 2022 წელს გადადგავს.
გარდა ფრანგისა სოლსკიაერი ერლინგ ჰალანდს და ლაუტარო მარტინესაც აკვირდება. რაც შეეხება მბაპეს, მანჩესტერული მხარე უკან არ დაიხევს და ფინანსები მათვის დაბრკოლება არ იქნება. თუმცა ევროპული პრესა ამბობს, რომ კილიანის ტრანსფერი ფაქტიურად გამორიცხულია, რადგან მას მადრიდის "რეალში" სურს თამაში.
სავარაუდოდ სოლსკიაერი უფრო მეტ ყურადღებას ნორვეგილეს და არგენტინელს დაუთმობს. სავარაუდოა, რომ ურუგვაელი ედინსონ კავანი კლუბს მომავალ წელს დატოვებს და ოლეს ახალი თავდამსხმელის შეძენა მოუწევს.