პოლ პოგბას სატრანსფერო საგა სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე დასრულდება, რადგან ფრანგმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პოლს და მის აგენტს მაგიდაზე 5 წლიანი კონტრაქტი დაუდო, კვირაში 467,000 ფუნტი ხელფასით. ახლა მათ უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან "მანიუ" კონტარქტის პირობების გადახედვას აღარ აპირებს.
თუმცა, პოლს გადაწყვტილება ჯერ კიდე არ მიუღია და ისევ ფიქრობს 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბი დატოვოს. ის განიხილავს სამშობლოში დაბრუნების ვარიანტს.
28 წლის ფრანგმა პირველივე ტურში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, სადაც მისმა გუნდმა "ლიდს იუნაიტედი" 5-1 გაანადგურა.