ოლე გუნარ სოლსკიაერმა თქვა, რომ ჯესი ლინგარდი ახალი სეზონის გეგმის ნაწილია.
იმისდა მიუხედავად, რომ გუნდს ყავს ძლიერი დამრტყმელი ძალა ბრუნო ფერნანდეშის, ჯეიდონ სანჩოს, მეისონ გრინვუდის, მარკუს რაშფორდის, ედინსონ კავანის და დენ ჯეიმსის სახით, ოლე დარწმუნებულია, რომ ლინგარდი იპოვის ადგილს მოედანზე.
"ნუ დავივიწყებთ ჯესის, რომელმაც მოახერხა საკუთარი თავის გადატვირთვა და დაბრუნდა ისეთი,როგორსაც ჩვენ ყველა ვიცნობთ", - ციტირებს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდი ოლეს სიტყვებს. "ის ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს."
”ახლა ჩვენ შევძლებთ როტაციის უფრო ხშირად გამოყენებას. ამ ლიგაში კონკურენტუნარიანი რომ ვიყოთ, დაგვჭირდება დიდი და ძლიერი სია. ეს არის საუკეთესო ლიგა მსოფლიოში და ვიმედოვნებთ, რომ ტრავმების მხრივ ჩვენც გაგვიმართლებს. ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ვნახოთ ვინ არის საუკეთესო ფორმაში და მზად არის სათამაშოდ. მომდევნო კვირას ჩვენ აუცილებლად გვეყოლება მეტი ფეხბურთელი. "
ოლემ ასევე გაავრცელა უახლესი ამბები დინ ჰენდერსონის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.
”ვნახოთ რას იგრძნობს ის. იმედია ორშაბათს დაიწყებს ვარჯიშს. ეს მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება და ჩვენ ველით, რომ ის თავს უკეთესად იგრძნობს. "
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.