სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, სწორედ ეს სიტყვები შეესაბამება "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ვარანის ერთობლივ ისტორიას. კლუბს ფეხბურთელის გაფორმება 2011 - წელსაც შეეძლო, თუმცა ტრანსფერი ჩავარდა.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გამოხატავდა და ფრანგის ხილვა საკუთარ რიგებში სურდა თუმცა საქმეში ზიდანი ჩაერთო და თანამემამულე ვარანის გადაწყვეტილებაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია.
სწორედ ამ საინტერესო ისტორიას იხსენებს "წითელი ეშმაკების" ახალწვეული და აცხადებს, რომ მისი გაფორმება ლეგენდრულ შოტლანდიელს 2011 - წელს მართლაც სურდა.
"ამის შესახებ უამრვი ჭორი ვრცელდებოდა. 2011 - წელს სერ ალექს ფერგიუსონი დედაჩემს დაუკავშირდა, მას ჩემი ინგლისში ჩაყვანა სურდა.
მე იმდროინდელ ჩემი კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე ( "ლანსი" - საფრანგეთი ), ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, თუმცა ასევე მადლიერი ვარ ზინედინ ზიდანის რომლის დამსახურებითაც მადრიდის "რეალში" გადავედი". ციტირებს - 90min - გამოცემა ვარანის სიტყვებს
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.