გადაწყვეტილება მიღებულია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა, ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვას დაელოდება.
რა იქნება შემდეგ? Daily Star - ის მიერ გავრცელებული ცნობით, 28 - წლის ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულების ბოლომდე ამოწურვის შემდეგ ესპანეთს მიაშურებს კერძოდ მადრიდის "რეალს".
კლუბის მესვეურებსა და მოთამაშის წარმომადგენლებს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ ღირებული მოლაპარაკებები ჯერ არ წარმართულა თუმცა "გლეიზერების" გუნდის მხრიდან სურვილი და ინტერესი დიდია.
როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პოლის სატრანსფერო საგა დასრულებულია და ის ოლე გნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში ითამაშებს.