ნიკოლო სკირის მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი", ჯესი ლინგარდის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედთნ" მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში მართავს.
"ჩაქუჩები", გასულ სეზონში მაშინ როდესაც ლინგარდი მათ რიგებს იჯარის წესით ავსებდა, კმაყოფილი დარჩნენ ფეხბურთელის სათამაშო ფორმით და ასპარეზობით და ამჯერად კი მისი კონტრაქტის სრული შესყიდვა სურთ.
გავრცელდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მხოლოდ "ვესტ ჰემი" არ ინტერესდება ლინგარდით და ასევე არიან სხვა კლუბებიც, თუმცა თავად ინგლისელ ფეხბურთელის დევიდ მოიესის გუნდში სურს ასპარეზობა "წითელი ეშმაკების" დატოვების შემთხვევაში.
გასულ სეზონში, ჯესიმ "ვესტ ჰემის" მაისურით 16 - პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფეხბურთელმა საკუთარი აქტივი 9 - გოლით და 5 საგოლე გადაცემით შეავსო.