გუშინდელი დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და გოლები მხოლოდ ერთ კარში გადიოდა. პირველივე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლა და 5-1 გაანადგურა.
თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე "მანიუს" ახალწვეული რაფაელ ვარანი გამოჩნდა, რომელიც გულშემატკივარს მიესალმა, სურათები გადაიღო და 19 ნომრიანი მაისური წარადგინა. თუმცა მანამდე მას 4 ნომრიანი მაისური სურდა.
Manchester Evening News-ის ინფორმაციით ფრანგმა ფილ ჯონს 4 ნომრიანი მაისურის დათმობა თხოვა, თუმცა ინგლისლემა ის მკაცრი უარით გაისტუმრა. ამიტომ რაფა იძულებული გახდა 19 ნომერი აეღო.
უარის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ფილი უკვე 10 წელია 4 ნომრიანი მაისურით თამაშობს და უბრალოდ ვერ შეელია.