პრემიერ ლიგის პირველივე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ იდეალური თამაში ჩვენა "ლიდსის" წინააღმდეგ. შეხვედრა 'წითელი ეშმაკების" დამაჯერებელი გამარჯვებით 5-1 დასრულდა.
28 - წლის ნახევარმცველის ანგარიშზე აღნიშნულ შეხვედრაში ოთხი საგოლე გადაცემა დაფიქსირდა. პოლმა ორჯერ ჯერ ბრუნო ფერნანდეშს გაატანინა, ხოლო თითო თითოჯერ, ფრედს და მეისონ გრინვუდს.
Opta Sports - ის მიერ გავრცელებული სტატისტიკით, პოგბა გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი რომელმაც პრემიერ ლიგის ერთ შეხვედრაში ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფრანგი "გლეიზერების" კლუბის ღირსებას 2016 - წლიდან იცავს. მიმდინარე კონტრაქტი ინგლისურ გრანდსა და პოგბას შორის მომვალ წელს იწურება.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.