ჟოზე მოურინიომ, მისი ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" - დან სერბი ნახევარმცველის ნემანია მატიჩის გადაბირებაზე იმუშაონ.
იტალიური კლუბის მესვეურები ამ შეთავაზებით მთლად კმაყოფილები არ არიან, რადგან მათი აზრით მატიჩი უკვე ასაკშია და ამავდროულად მისი სახელფასო განაკვეთიც პატარა არ გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ნემანია მატიჩი და პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისურ გრანდში 2016 - წლიდან 2018 - წლამდე მუშაობდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია სხვა დეტალები, მიმართა თუ არა ოფიციალურად "რომამ" ინგლისელებს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ინფორმაცია Corriere dello Sport - მა გაავრცელა.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.