ტრანსფერი რომლის გამოც პოგბას მომავალი შეიცვალა. ლიონელ მესი გახდება იმ ყველაფრის მიზეზი, რომ პოგბა მიმდინარე ზაფხულს კლუბს ვეღარ შეიცვლის და "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება.
არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერამდე, ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" აქტიურად განიხილავდა პოლის შესყიდვას თუმცა ალ ხელაიფის გეგმები მაშინვე შეიცვლა როდესაც მესი ხელისაწვდომი გახდა.
აქამდე ინგლისური გრანდი ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი არ გახლდათ, რა თქმა უნდა სესაბამის ფასად, თუმცა დღის წესრიგი ისეთია, რომ ისინი მზად არიან პოგბას ახალი კონტრაქტი გაუფორმონ რადგან მომავალ წელს მისი გასხვისება უფასოდ არ მოხდეს.
მიმდინარე ხელშეკრულებით პოლი "წითელ ეშმაკებთან" მომავალი წლის ზაფხულამდე იქნება. გასულ წელს, პრემიერ ლიგის 26 მატჩში ნახევარმცველმა 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ინფორმაცია ESPN - გაავრცელა.