თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2021, 11:08
ავტორი: NOW-YOU-SEE-ME,
ნანახია: 1619,
კომენტარები: 11
ოლე გუნარის ვრცელი ინტერვიუ
თქვენ შეიძლება სატრანსფერო სიურპრიზი იხილოთ.
ოლე გუნარის ვრცელი ინტერვიუ
პრემიერ ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ოლე გუნარ სოლსკიაერმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ Sky Sports - ს.

ევროპის ლიგის ფინალი

"ეს იყო დიდი იმედგაცრუება, ჩვენ ვალდებულები ვიყავით მოგვეგო ის ფინალი. მეტოქემ ერთხელ დაარტყა ზუსტად მთელ თამაში, ასე რომ ჩვენზე განსაკუთრებული ზეწოლა არ ყოფილა. მაგრამ ამ ყველაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა, შედეგის შეცვლა შეუძლებელია."

"საშინელი იყო მეორე დილით გაღვიძება. თქვენ არ გინდათ კვლავ იგრძნოთ ეს გრძნობები რაც ფინალის წაგებას ან დიდი მატჩების წაგებას ახლავს. მაგრამ ეს მაძლევს მომავალში წარმატების მიღწევის სურვილს, მე ასე ვარ შექმნილი."

"ზოგჯერ ფინალში წაგება მოგცემთ დამატებით მოტივაციას, რადგან გახსოვთ რას გრძნობდით წაგების შემდეგ და არ გსურთ ამის განმეორება. გამარჯვების შემდეგ, არსებობს ცდუნება დაისვენოთ, იფიქროთ საკუთარ თავზე: "ყველაფერი გაკეთებულია, ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ!”.

"ჩვენ ვიცით, რომ კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ მაინც გვჭირდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რათა მივიდეთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და დავიწყოთ თასების მოგება."

გუნდის შესახებ

"მე ძალიან შთაგონებული ვარ იმ ტიპის მოთამაშეთა ჯგუფით, რომლებიც ჩვენ შევკრიბეთ. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება გლობალური გაუმჯობესება. ვნახოთ, როგორ ვივლით ამ გზით სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე. რა მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, როგორ შევინარჩუნებთ დისციპლინას, როგორ გამოვავლენთ გუნდურ სულს, რამდენად სტაბილური იქნება, რამდენი ოფლი, სისხლი და ცრემლები დაიღვრება."

"თუ გინდა იყო საუკეთესო, უნდა იცხოვრო როგორც საუკეთესო, იმუშაო როგორც საუკეთესო და არ შეგეშინდეს ყოველ სამ დღეში თამაშის. ძნელია, მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია."

"მე ვხედავ პროგრესს სამწვრთნელო შტაბში, გუნდში, კლუბში, თუ როგორ ვმართავთ ყველაფერს, მაგრამ არის ერთი პრობლემა - ჩვენ არასოდეს არაფერი მოვიგეთ და ეს არის ის, რისთვისაც ყველა მოდის "მანჩესტერ იუნაიტედში". მიჩვეული ვარ მოგებას. ჩვენი სათამაშო კარიერის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ერთხელ დავასრულეთ მესამე ადგილზე და ყოველთვის ვიყავით პირველი ან მეორე."

"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ და ინტენსიურ ლიგაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი პირველი თამაშიდან 38 - მდე, რათა გვექნება ტიტულის მოგების შანსი."

სეზონის დაწყების შესახებ

"საწყისი სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ სახლში, თუმცა სტუმრად არც ერთი მარცხი არ განგვიცდია. მაგრამ ახლა გულშემატკივრები საბოლოოდ ბრუნდებიან და ეს ჩვენი ბიჭებისთვის ბევრს ნიშნავს. ეს მათ ენერგიას მისცემს. პირველი სლაიდიდან დაწყებული, ბურთზე პირველი დარტყმიდან ისინი დაიწყებენ ენერგიის გადატუმბვას. ვიმედოვნოთ, რომ ამ სეზონში ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც გასულ სეზონში, გასვლითი სეზონის განმავლობაში."

"ჩვენ გვსურს ჩემპიონატის კარგად დაწყება, ისევე როგორც ყველა სხვა გუნდს. ახლა მხოლოდ ვემზადები "ლიდსთან" სათამაშოდ. ჩვენ გავიარეთ წინასწარი სეზონის ვარჯიში, ამიტომ გარკვეული საფუძველი ჩაეყარა. "ლიდსთან" მატჩი განსაკუთრებული თამაში იქნება, ეს ყველამ იცის, ვინც მარსელო ბიელსას გუნდებს დაუპირისპირდა. აუცილებელი იქნება ყველაფერი ნათლად და სწორად გავაკეთოთ, რომ კარგი შედეგი მივიღოთ."

"ეს იქნება მძიმე დღე ჩვენთვის როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად, შემდეგ კი ვნახოთ შევძლებთ თუ არა ამ ჩემპიონატის უკეთესად დაწყებას, ვიდრე გასულ სეზონს."

ტრანსფერების შესახებ

"თქვენ არასოდეს იცით რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. ჩვენ ახლა ვასრულებთ ერთ ტრანსფერს და შეიძლება იყოს სიურპრიზი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."

"რაც შეეხება ჯეიდონს, ფაქტობრივად, მას წინ აქვს მთელი კარიერა, მაგრამ ამავე დროს ის უკვე ძალიან გამოცდილია, რადგან ის ძალიან ახალგაზრდა ასაკში გადავიდა "დორტმუნდში". მან დიდი პროგრესი განიცადა და გახდა ერთ - ერთი ყველაზე კრეატიული თავდამსხმელი ევროპულ ფეხბურთში. ის არის მოქნილი, იტანს გოლებს. იმედი მაქვს, ჩვენ დავეხმარებით მას შემდგომ წინსვლაში" - დაასრულა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
13 აგვისტო 2021 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
წარმატებები ოლე იმედია გაგავახარებთ ყველა ერთად თორე მოგიწევს შენც დამშვიდობება იმეედია ეგრე არ მოხდება და გამართლწბ იმდებს რასაც ბევერი ამყარებს შენზე
0
№2
ავტორი: ManchesterU
13 აგვისტო 2021 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ეს სიურპრიზი ვარანზე თქვა ალბათ ხო?
0
№3
ავტორი: Chesterman
13 აგვისტო 2021 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ბლაა ბლაა ბლაა ასეთი ბევრი გვაქ მოსმენილი
უკვე და იმის მოსმენაც გვინდა როდის ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის ...სიტი და ხამი გვარდილა კეინსაც ყიდულობენ ჩვენ ჰოლანს მოვუნდწბით 3 წელი ყიდვას და მრრე წაიყვანს რეალი ან ვინმე და დავრჩებით საერთოდ ორივეს გარეშე კეინზე ჩალიჩი ბევრად ჯობდაა
0
№4
ავტორი: bendzela
13 აგვისტო 2021 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
საქმე ლაპარაკის ნაცვლად
0
№5
ავტორი: PaLoMo
13 აგვისტო 2021 14:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
არ გავიდა ეს დალოცვილი 5 დღე? ეს ვარანი სადგაქრა?

არც ინსტაგრამ გვერდზე არ ჩანს ვარჯიშის ფოტოებში არც წარდგენა გაუკეთებიათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: ozymandias
13 აგვისტო 2021 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
მაინც ვერ გააკეთეს ტრანსფერები ტიპებმა :DDD ვარანი ჯერ არ გაუფორმებიათ და როდის ეგ რო ვარჯიშს დაიწყებს ან თამაში მოუწევს?ან სანჩო ჯერ კიდევ მზად არ არისო ვაიმე რა :D ხალხმა ტრანსფერები გააკეთა და მეორე დღეს წარადგინეს მესამე დღეს ათამაშეს :DDDDD ეს დედანაქაჩი ამხელა გუნდი მართლა რატო ვერ აკეთებს ტრანსფერებს????გაყიდვაზე ხარახურების ხო საერთოდ საუბარიც ზედმეტია!თან მძიმე კალენდარი გვაქვს და ამ ხალხს თუ ვერ ვიყენებთ რას ყიდულობდნენ?ან ეს კავანი ახლა რო ჩამოვიდა სეზონის დაწყებამდე ორი დღით ადრე რა პონტია?რეშფორდმაც ოპერაცია გაიკეთა :DD წინ გვყაავს ვინმე?
0
№7
ავტორი: temo-scholes
13 აგვისტო 2021 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
სიურპრიზი იმედია კამავინგა იქნება!❤️✌️
0
№8
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2021 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
ველოდებით სიურპრიზს :))❤️
0
№9
ავტორი: Mishiko82
13 აგვისტო 2021 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ტყუილად ქაქანებს, გაუმჯობესება მარტო გუნდს კი არა მასაც ჭირდება ბევრ იაღლიშებს უშვებს და ეს ევროპა ლიგის ფინალშიც გამოჩნდა დააგვიანა შეცვლები და თამაში პენალტებამდე მიიყვანა, თითქმის იგივე დაემართა ინგლისის ნაკრებს იტალიასთან ფინალში.
0
№10
ავტორი: makaveli
13 აგვისტო 2021 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Mishiko82
ტყუილად ქაქანებს, გაუმჯობესება მარტო გუნდს კი არა მასაც ჭირდება ბევრ იაღლიშებს უშვებს და ეს ევროპა ლიგის ფინალშიც გამოჩნდა დააგვიანა შეცვლები და თამაში პენალტებამდე მიიყვანა, თითქმის იგივე დაემართა ინგლისის ნაკრებს იტალიასთან ფინალში.

წაგება არავის გვიხარია მაგრამ თამაში პენალტებამდე ტუხელმაც მიიყვანა ევროპის ჩემპიონი გუნდით და ჩემი აზრით ეგ არ განსაზღვრავს მწვრთნელის კვალიფიკაციას, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და იღბალი კიდე რამხელა როლს თამაშობს ყველამ ვიცით ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top