პრემიერ ლიგის დაწყებამდე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარი სათამაშო ფორმა 2021/22 წლების სეზონისთვის დააკომპლექტა და პუბლიკას მესამე ფორმაც წარუდგინა.
კლუბის ვებ-გვერდზე, მესამე ლურჯი ფორმა შემდეგნაირად არის აღწერილი: ამ სეზონის მესამე ფორმის შთაგონება მოხდა წარსულისა და მომავლის ერთმანეთის შერწყმით, ისეთი მოთამაშეები როგორებიც იყვნენ ერიკ კანტონა და ჯორჯ ბესთი, მათ დაამტკიცეს თავიანთი ლეგენდარულობის სტატუსი, დროა ეს ახალ მოთამაშეებმაც გააკეთონ.
აღნიშნული მესამე ფორმა ერთგვარი დუბლიკატია 1993/94 სეზონის სათამაშო ფორმის, იმ სეზონში "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ტიტული შეინარჩუნა და ასევე მოიგო ინგლისის თასიც, ეს იყო პირველი საკლუბო დუბლი.
"იუნაიტედი" მესამე ფორმას სავარაუდოდ ევროპულ შეჯიბრებებში გამოიყენებს, ასევე პრემიერ ლიგის რამოდენიმე გასვლით მატჩებში და სათასო შეხვედრებშიც.