თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2021, 16:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1987,
კომენტარები: 19
მარსიალის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია
ფრანგის მომავალი ნათელია.
მარსიალის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია
პრესის ბოლოდროინდელი ფურცლები, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი თავდამსხმელის ენტონი მარსიალის მომავალს აქტიურად ეთმობოდა.

ზოგიერთი გამოცემა "წითელი ეშმაკების" შემტევს "მანჩესტერული" კარიერის დასასრულს უქადდა, ხოლო დღეს გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, ენტონი ოლე გუნარის გუნდში დარჩება და "ოლდ ტრაფორდს" არ დატოვებს.

მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ ექნება დრო თავდამსხმელს, რომ "ოლდ ტრაფორდელები" დაარწმუნოს გადაწყვეტილების სისწორეში. ინფორმაცია The Telegraph - მა გაავრცელა.

ენტონი ინგლისურ გრანდს 2015 წელს ფრანგული "მონაკო"- დან 60 - მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ამ ხნის მანძილზე ფეხბურთელმა 258 მატჩის ჩატარება შეძლო "იუნაიტედის" მაისურით, პირადი მონაგარი 78 - გოლით და 50 - საგოლე გადაცემით შეავსო.
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 აგვისტო 2021 16:52
  • სიახლეები: 2852
  • კომენტარები: 3907
მემგონი პოგბა რჩება, მარსიალს არ ვყიდით, არც ლინგარდს გავყიდით არც დალოს და ჩემი აზრით ტრანსფერები ამ ეტაპზე აღარ იქნება.
1
№2
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2021 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
უნდა დარჩეს
1
№3
ავტორი: PaLoMo
10 აგვისტო 2021 17:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
მეეჭვება აწი ვინმე მოიყვანონ ან ვინმე გაუშვან,ნუ ტუანზებეს განათხოვრებ ცუდი არ იქნებოდა,ასევე ულიმსის განათხოვრებაც რომელიმე პრემიერლიგურ კლუბში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Chesterman
10 აგვისტო 2021 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 698
ციტატა: PaLoMo
მეეჭვება აწი ვინმე მოიყვანონ ან ვინმე გაუშვან,ნუ ტუანზებეს განათხოვრებ ცუდი არ იქნებოდა,ასევე ულიმსის განათხოვრებაც რომელიმე პრემიერლიგურ კლუბში

ტუანზებე წავიდა უკვე ასტონ ვილაში იჯარით
0
№5
ავტორი: makaveli
10 აგვისტო 2021 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: PaLoMo
მეეჭვება აწი ვინმე მოიყვანონ ან ვინმე გაუშვან,ნუ ტუანზებეს განათხოვრებ ცუდი არ იქნებოდა,ასევე ულიმსის განათხოვრებაც რომელიმე პრემიერლიგურ კლუბში

კი ბევრი აქებთ ბრენდონას მარა პირადად მე აი საერთოდ არ მეიმედება და რატო გეტყვი... ჯერ ის რო თანამედროვე ფეხბურთში არცერთი უმაღლესი დონის მარცხენა ფლანგელი მცველი არ მახსენდება მარჯვენა ფეხით მოთამაშე, და მეორე კიდე ვერანაირ კლასს ვერ ვამჩნევ იმისთვის რო ეგ მანჩესტერის დონეს გაქაჩავს, თუ ვცდები მაგას რა ჯობია მაგრამ მაგაზე მე დიდ იმედებს ვაფშე არ დავამყარებდი
0
№6
ავტორი: Old Red Devil
10 აგვისტო 2021 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ახალი ტიერი ანრიაო,იძახდნენ.
0
№7
ავტორი: Shota Blues
10 აგვისტო 2021 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ძალიან მიხარია მე ეს, მგონია რო გადაწყვეტილი ამბავია: მიეცეს შანსი კიდევ ერთი სეზონის სახით. ხასიათს ბრალდება და უფრო მგონია რო წნეხი უშლიდა ხელს ყოფილიყო განვითარებადი და შედეგიანი, წელს ახალი სახეები დაგვემატა და მოლოდინები, პასუხისმგებლობა თანაბრად გადაუნაწილდება ყველას. გაცილებით უფრო გუნდური ვხდებით და მოლოდინია რო ამან ხელი შეუწყოს ენტონის და რეშფორდს, ისაც მსგავს სტადიში იყო წინა სეზონი, დაეხსნას სტრესს.
0
№8
ავტორი: PaLoMo
10 აგვისტო 2021 18:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: makaveli
ციტატა: PaLoMo
მეეჭვება აწი ვინმე მოიყვანონ ან ვინმე გაუშვან,ნუ ტუანზებეს განათხოვრებ ცუდი არ იქნებოდა,ასევე ულიმსის განათხოვრებაც რომელიმე პრემიერლიგურ კლუბში

კი ბევრი აქებთ ბრენდონას მარა პირადად მე აი საერთოდ არ მეიმედება და რატო გეტყვი... ჯერ ის რო თანამედროვე ფეხბურთში არცერთი უმაღლესი დონის მარცხენა ფლანგელი მცველი არ მახსენდება მარჯვენა ფეხით მოთამაშე, და მეორე კიდე ვერანაირ კლასს ვერ ვამჩნევ იმისთვის რო ეგ მანჩესტერის დონეს გაქაჩავს, თუ ვცდები მაგას რა ჯობია მაგრამ მაგაზე მე დიდ იმედებს ვაფშე არ დავამყარებდი

ნუ მემარჯვენე მცველი მარცხნივ არ ივარგებს მარა რატო ათამაშებენ?მარჯვნივ დააყენონ თუ დალოს არ ეიმედებათ? არენდა მოუხდებოდა მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: David_Beckham7
10 აგვისტო 2021 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
რეშიც რო არ გვეყოლება გარკვეული პერიოდი დატოვებენ ამ სეზონსაც, მაგრმა აი შემდეგ წელს ჰალანდზე უნდა იჩალიჩონ და ეს უნდა გავუშვათ ამ მდგომარეობით როგორც თამაშობს შანში არ ექნება თუ ძაან არ მოუმატა
0
№10
ავტორი: Mishiko82
10 აგვისტო 2021 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 608
ესენი გამაგიჟებენ ამდენი მუქდახორა რად უნდა გუნდში? ოლე თუ მარსიალის იმედათ აპირებს ჩემპიონატის მოგებას კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top