მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი კიერან ტრიპიერი სამუშაო ადგილს აღარ შეიცვლის და კვლავ ესპანელთა რიგებში დარჩება. ინფორმაციას The Times - ი ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ ინგლისელის გადაბირებას აქტიურად ცდილობდა "მანჩესტერ იუნაიტედი", როგორც ჩანს ტრანსფერი აღარ შედგება და "წითელი ეშმაკებისთვის" კიერანის გადაბირება პრიორიტეტული არ იქნება.
ოლე გუნარ სოლსკიაერს აღარ სურს ახალი კადრი ამ პოზიციაზე და მზად არის საკუთარი ფსონი გუნდის ამჟამინდელ წევრზე დიოგო დალოზე გააკეთოს.
დალო გასულ სეზონში იტალიური "მილანის" ღირსებას იჯარის წესით იცავდა. პორტუგალიელს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია და როგორც ჩანს წინასასეზონო მზადებაზე მენეჯერის სიმპათიებიც მოიპოვა.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.