დიდი ალბათობით, მილანის "ინტერის" ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ სულ მალე ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება. გამომდინარე აქედან მილანელები ახალი თავდამსხმელის ძიებას შეუდგნენ.
ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის ფრანგ შემტევს ენტონი მარსიალს სავარაუდოდ "ნერეძურისგან" შეთავაზება მიუვა. სწორედ ფრანგი იქნება "ინტერის" სამიზნე ლუკაკუს წასვლის შემდგომ. იუწყება - Mirror - ი.
კერძოდ, ტრანსფერის სახე იქნება არენდის წესით, იტალიაში მუშაობენ გეგმაზე რომლის თანახმადაც 25 - წლის მარსიალის ტრანსფერი ამ კუთხით წარიმართოს.
"წითელი ეშმაკები" მზად არიან წინადადება იმ შემთხვევაში განიხილონ თუ არენდის წესის შემდეგ იტალიური მხარე ფეხბურთელის სრული შესყიდვს წინააღმდეგი არ იქნება.