მას შემდეგ რაც ყველასთვის მოულოდნელად "ბარსელონასა" და ლიონელ მესის გზები გაიყარა, არგენტინელი უგუნდოდაა დარჩენილი. სუპერვარსკვლავი უგუნდოდაა დარჩენილი და კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" მესის გარემოცვას დაუკავშირდნენ. ინფორმაცია დუნკან კასლმა გაავრცელა.
ფიგურირებს ასევე მესამე გუნდიც, რომან აბრამოვიჩის "ჩელსი" ასევე განიხილავს ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი ფეხბურთელის უფასო ტრანსფერს.
მართალია ლიონელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს რაც მისი შეძენის მსურველი კლუბისთვის დიდი ფუფუნებაა თუმცა, მთავარი პრობლემა არის მისი ხელფასი რომლის გადახდაც აღსანიშნავია რომ ერთეულ კლუბებს თუ შეუძლიათ.